“სევილიამ” პსჟ-ში წასული უნაი ემერის შემცვლელი ძალიან მალე მოძებნა. ანდალუსიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “დალაქებს” ხორხე სამპაოლი გაწვრთნის.
56 წლის სპეციალისტი “რამონ სანჩეს პისხუანზე” ორი სეზონის განმალობაში იმუშავებს.
არგენტინელი მწვრთნელი 2012-2016 წლებში ჩილეს წვრთნიდა, რომელსაც 2015 წელს კოპა ამერიკა მოაგებინა.