გუშინ სასტუმრო "ჰუალინგ თბილისში", საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 26-ე ყრილობაზე ლევან კობიაშვილი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თემასაც შეეხო.
"როგორც იცით, "ზესტაფონს" გასულ სეზონში ეროვნულ ჩემპიონატში არ უთამაშია, მაგრამ ჩართულია საფეხბურთო მეურნეობაში და ჩვენ ამას ვხედავთ. კლუბს კარგი ინფრასტრუქტურა აქვს და ჩართულობის მხრივაც სწორედ ამას აღვნიშნავდი, რომ ზესტაფონში გაიმართა 21-წლამდელთა ნაკრების მატჩი, იქ თამაშობდა უმაღლეს ლიგაში თერჯოლის "საპოვნელა", ახლა კიდევ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ორი მატჩი ზესტაფონში იქნება. არა მხოლოდ კლუბი, არამედ ქალაქი ზესტაფონი და მისი გულშემატკივრებიც დასაფასებელნი არიან. "ზესტაფონის" უამრავი ფეხბურთელი თამაშობდა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში, მათ შორის, ეროვნულ ნაკრებშიც. იმედი მაქვს და მჯერა, რომ ეს კლუბი დაიბრუნებს ადგილს საქართველოს ჩემპიონატში და ჩვენც მზად ვართ, მათ აქტიურად ჩართულობას შესაბამისას ვუპასუხოთ" - განაცხადა კობიაშვილი.
სფფ-ის პრეზიდენტი არ დაკონკრეტებულა, თუ რომელ ლიგაში, ან როდიდან ჩაერთვება "ზესტაფონი".