უნაი ემერი “პარი სენ-ჟერმენის” ახალი მთავარი მწვრთნელია. აღნიშნული ინფორმაცია პარიზული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
ბასკი სპეციალისტი ფრანგულ კლუბს 2018 წლის 30 ივნისამდე გაწვრთნის.
შეგახსენებთ, რომ ემერი 2013 წლიდან “სევილიას” წვრთნიდა, საიდანაც რამდენიმე დღის წინ წამოვიდა. მან ანდალუსიურ კლუბს ზედიზედ სამჯერ ევროპა ლიგა მოაგებინა.
“სევილიას” გარდა, უნაი “ლორკა დეპორტივას” (2004-2006), “ალმერიას” (2006-2008), “ვალენსიას” (2008-2012) და “სპარტაკს” წვრთნიდა (2012).