ფეხბურთი

1:17 | 29.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო” ავსტრიაში მე-3 მატჩს ჰაიფას “მაკაბისთან” ჩაატარებს

თბილისის “დინამო” ავსტრიულ შეკრებაზე იმყოფება და მოახლოებული ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.

დღეს, საქართველოს ჩემპიონი თბილისის დროით 19:30 საათზე მესამე საკონტროლო შეხვედრას გამართავს. მატჩი ბიშოფსხოფენში შედგება თბილისელთა მეტოქე ლო ჰაიფას “მაკაბი” იქნება.

ისრაელის დასრულებული ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი 1913 წელს დაარსდა. ჰაიფელთა საკლუბო ფერები მწვანე და თეთრშია გადაწყვეტილი. “მაკაბი” საშინაო მატჩებს 2014 წლიდან სამი ოფერის სტადიონზე ატარებს, რომელიც 30 000 გულშემატკივარზეა გათვლილი.

მანამდე, “მწვანეები” (გუნდის მეტსახელი) სტუმრებს “კირიათ ელიეზერზე” მასპინძლობდნენ. “მაკაბი” 12-გზის ისრაელის ჩემპიონია, 6-ჯერ თასი მოიპოვა, 4-ჯერ ლიგის თასი და 3-ჯერ ისრაელის სუპერთასი.

ბოლო 10 სეზონის მანძილზე “მაკაბი” ორჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე (პირველად ისრაელის ფეხბურთის ისტორიაში) და ოთხჯერ ევროპა ლიგის ჯგუფში იასპარეზა.

ჰაიფელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტი, ისრაელის ნაკრების ყოფილი წევრი რონი ლევი 2015 წლიდან მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ “დინამომ” ავსტრიაში 2 მატჩი უკვე ჩაატარა და ჯერაც არ მოუგია. თბილისელებმა პოლონურ “ლეგიასთან” 1:1 ითამაშეს, ბულგარულ “ლუდოგორეცთან” კი 0:3 დამარცხდნენ.

ისიც ვთქვათ, რომ მაკაბელთა კვალად, კერძოდ კი, 4 ივლისს, საქართველოს ჩემპიონი კიევის “დინამოს” გაეჯიბრება.

0.119199