ჩოგბურთი

20:48 | 28.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქვაცაბაიამ იმარჯვა, გორგოძე დამარცხდა

პოლონეთის ქალაქ ტორუნში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია, 2 ქართველი ჩოგბურთელი – ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია ჩაერთო.

ქვაცაბაიამ კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – ბელარუს დარია ჩერნეცოვას 6:3, 7:5 სძლია და მერვედფინალში მე-5 ნომრად განთესილ სლოვენიელ ტადეა მაერიჩს და რუს ვალერია სავინიხს შორის უმჯობესს გაეჯიბრება. რაც შეეხება გორგოძეს, ის ასევე კვალიფიკაციიდან გამოსულ ჩეხ ბარბორა მიკლოვასთან 3:6, 5:7 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე 50-ათასიანი ტურნირის მერვედფინალშია გასული სოფო შაფათავა. მისი მომდევნო მეტოქე პირველ ნომრად განთესილი ესპანელი სილვია სოლერ-ესპინოსა იქნება.

0.124062