ბურკინა ფასოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ბაკარი კონემ “ლიონი” დატოვა და “მალაგას” შეუერთდა. აღნიშნული ინფორმაცია ანდალუსიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
28 წლის მცველმა ახალ კლუბთან სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. “მალაგას” მიმდინარე სატრანსფერო პერიოდის პირველი შენაძენი 1.2 მილიონი ევრო დაუჯდა.
კონემ განვლილ სეზონში 12 შეხვედრა ჩაატარა.