“ლივერპულმა” სენეგალის ნაკრების შემტევი სადიო მანე დაიმატა. აღნიშნული ტრანსფერი “მერსისაიდული” კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
24 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხა მიიღო “საუთჰემპტონმა” აფრიკელი მოთამაშის სანაცვლოდ.
მანემ გასულ სეზონში “წმინდანების” მაისური 43-ჯერ მოირგო, 15 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.