ჩოგბურთი

0:19 | 28.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ რომში იმარჯვა

ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა იტალიის დედაქალაქ რომში დაწყებულ 50-ათასიან ტურნირში წარმატებულად ჩაერთო.

შაფათავა პირველ რაუნდში ხორვატ ტენა ლუკასს გაეჯიბრა და 6:3, 6:3 სძლია. მერვედფინალში ქართველის მეტოქე რუმინელებს – დინუს და დასკალუს შორის უმჯობესი იქნება.

წყვილებში შაფათავამ და უნგრელმა რეკა-ლუკა იანიმ იტალიელებს ბიაჯანტის და კატინის 6:3, 6:0 სძლიეს და მეოთხედფინალში გააღწიეს.

0.113897