ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანულ მარბურგში დაწყებულ ჩელენჯერს (საპრიზო ფონდი 42 500 ევრო) პირველივე წრეში გამოეთიშა.
მე-2 ნომრად განთესილი ბასილაშვილი საწყის რაუნდში გერმანელ მიშა ზვერევს გაეჯიბრა და 2:6, 6:4, 6:7 (6:8) დამარცხდა.