ჩოგბურთი

19:30 | 27.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა “უიმბლდონის” პირველი წრე გაიარა

წლის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი “უიმბლდონი” დაიწყო. ტურნირის მთავარმა ფავორიტმა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა პირველ წრეში ბრიტანელი ჯეიმს ვარდი 6:0, 7:6, 6:4 დაამარცხა. პირველი სეტი ნოლემ პირწმინდად მოიგო, ხოლო მეორე პარტიაში მოულოდნელად ტაი-ბრეიკი დაინიშნა, სადაც სერბი უკეთესი აღმოჩნდა და 7:3 იმარჯვა, მესამე პარტია ნოვაკმა ერთი ბრეიკით მოიგო. პირველ სეტს თუ არ ჩავთვლით, ნოვაკს გაუჭირდა. სერბი მოწოდების სიმაღლეზე არ იყო, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ პირველი შეხვედრა იყო და ნოვაკი თამაშიდან თამაშამდე მოუმატებს.

ვარდმა 9 შესაძლებობიდან მხოლოდ ერთი ბრიეკი გამოიყენა, ხოლო ნოლემ 10 შესაძლებლობიდან 5 ბრეიკი შეასრულა.

ჯოკოვიჩის მომდევნო მეტოქე ფრანგი ანდრეა მანარინო იქნება, რომელმაც ბრიტანელი კაილ ედმუნდი 6:2, 7:5, 6:4 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩს “უიმბლდონის” ტურნირი სამჯერ აქვს მოგებული (2011, 2014, 2015)

0.114849