თბილისში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძალოსნობაში დღეს მედლების ერთი კომპლექტი უკვე გათამაშდა – საპრიზო სამეული ქალებში, 53 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეივსო.
ყველას ჩინელმა ლინგლონგ იუმ აჯობა, რომელმაც ცალკეულ მოძრაობებში ვერცხლის მედლები მოიპოვა. ორჭიდის ჯამში კი საუკეთესო იყო – 206 კილოგრამით.
პირველ მოძრაობაში – ატაცში მცირე ოქროს მედალს 92 კილოგრამით ლატვიელი რებეკა კოჰა დაეუფლა. აკვრაში კი ჩემპიონი ტაილანდელი რატანაფონ პაკარატა გახდა 116 კილოგრამით.
მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სულ მედლების ოთხი კომპლექტია გათამაშებული (მამაკაცებსა და ქალებში ორ-ორ წონით კატეგორიაში) და ოთხივე წონაში, პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე აზიელები ავიდნენ – ჩინელთა და ტაილანდელთა ანგარიშზე ორ-ორი ოქროა.
დღეს მსოფლიოს სამეული მამაკაცთა შორის 69 კილოგრამში გათამაშდება, სადაც კონკურენციაში გოგა ჩხეიძეც ჩაებმება.
ძალოსნობა
მსოფლიოს ჩემპიონატი
ახალგაზრდები
ქალები
53 კგ
1 ლინგლონგ იუ (ჩინეთი) 206 კგ (91+115)
2 რატანაფონ პაკარატა (ტაილანდი) 201 კგ (85+116)
3 სუპატრა კაევხონგი (ტაილანდი) 195 კგ (88+107)