ფეხბურთი

16:48 | 27.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ძოლა ინგლისში ბრუნდება

იტალიელმა სპეციალისტმა ჯანფრანკო ძოლამ ყატარული “ალ არაბის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა და კარიერას ინგლისში განაგრძობს. როგორც skysports-ი იტყობინება, ძოლა უახლოეს დღეებში “ნოტინგემ ფორესტს” ჩაუდგება სათავეში, ხოლო ყატარულ კლუბში მის ადგილს ურუგვაელი ხერარდო პელუსო დაიკავებს.

49 წლის იტალიელი “ალ არაბის” 2015 წლის ივლისიდან წვრთნიდა, მანამდე ინგლისური “ვესტ ჰემისა” და “უოტფორდის”, ყატარში გადაბარგებამდე კი იტალიური “კალიარის” მთავარი მწვრთნელი იყო. ძოლა ფეხბურთელობისას ინგლისში 7 წლის განმავლობაში თამაშობდა (1996-2003), სადაც ლონდონის "ჩელსის" ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117964