თამაშგარე

16:00 | 27.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩვენი კაეშანი ბრიტანეთის გამო

ვაჰ კაცო, ეს რა უქნიათ ამ ოხერტიალ ბრიტანელებსა. ახლა გამოყოფაზედ და განდგომაზედ შეიძლებოდა ლაპარაკი? ახლა ამის დრო იყო? მაგრამ, მუხთალმა სვე-ბედმა ჩვენი დარდები და კაეშანი აბა რა იცის და სწორედ მაშინ მუხთლობს, როდესაც ევროპისაკენ მიმავალ მატარებელს ძველთბილისურად გვერდულად უნდა შევხტომოდით.

ჩვენ კარგი, მაგრამ, ბრიტანეთის მკვიდრ ლამაზმანებს რა პასუხს სცემენ ეს ოხრები? რა ქნას აბიგაილ კლენსმა, როდესაც საფრანგეთში წამოპლაკვა და თამამი ფოტოების გადაღება მოუნდება? ან ლიოსა ბაქსტერმა რაღა ქნას, როდესაც ინგლისის რეალობა მოსწყინდება და ფაბიო კანავაროსთან გაჩაღებულ მხურვალე ვნებებს გაიხსენებს?

მერე ფეხბურთელებს რა პასუხს სცემთ? მარიო ბალოტელი მაინც არ გეცოდებათ, რომელმაც მანჩესტერში სამი ფაეტონი სატრფო დატოვა და იმ ქალების ეგრე მიგდება და მიყურისძირება შეიძლება? აფსუს რა დრო იყო, ბრიტთა კუნძულიდან ევროპის ნათელსვეტი რომ ამოდიოდა! დიდი ბიშტი თქვენა ბრიტანელებო - დიდი ბიშტი!

0.147965