ჩოგბურთი

13:24 | 27.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა და ერანი – უიმბლდონზე მე-15 განთესვით

ქართველი და იტალიელი ჩოგბურთელები ოქსანა კალაშნიკოვა და სარა ერანი უიმბლდონის წყვილთა ტურნირში მე-15 განთესვით ითამაშებენ.

წილისყრის შედეგად ცნობილი გახდა, რომ კალაშნიკოვა და ერანი პირველ წრეში ჰოლანდიელ მიკაელა კრაიჩეკს და ჩეხ ბარბორა სტრიჩოვას გაეჯიბრებიან.

თუკი ოქსანა და სარა საწყის ბარიერს დაძლევენ, ამ წყვილთა შეხვედრაში დაფიქსირებულ შედეგს უნდა დაელოდნონ: მური (დიდი ბრიტანეთი)/პერინი (შვეიცარია) – დუკუე მარინო (კოლუმბია)/პუიგი (პუერტო რიკო).

0.119866