თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლემ ქალთა შორის რაპიდში ქართული გრან პრის გათამაშების მეორე ეტაპს უმასპინძლა.
9-დან 7.5 ქულით პირველობა არავის დაუთმო მაია ლომინეიშვილმა. ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა ალექსანდრა ვახანიამ. ხოლო მესამე ადგილზე 6.5 ქულით ინგა ჭარხალაშვილი გავიდა.