ძიუდო

2:10 | 26.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

კაციაშვილის ბრინჯაო ბუდაპეშტში (+VIDEO)

ბუდაპეშტში სტარტი აიღო გრან პრიმ, რომლის პირველ დღესაც ქართული დელეგაცია ერთ ბრინჯაოს მედალს გამორჩა. წარმატებას გიორგი კაციაშვილმა მიაღწია, რომელიც ქვეყნის ღირსებას 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში იცავდა.

კაციაშვილმა რუმინელ ალექსანდრუ რაიკუს, სლოვენიელ მარტინ ჰოიაკს და შვედ ფრედერიკ გოურლაის იპონებით აჯობა, ნახევარფინალში კი სლოვენიელ როკ დრაკშიჩთან შებოჭვაზე მოყვა, არადა ბრძოლის დასრულებამდე ნახევარი წუთით ადრე, მეტოქეს 2 გაფრთხილებით უგებდა. ბრინჯაოს მედლისთვის შერკინებაში კაციაშვილმა გერმანელი იგორ ვანდტკე 26 წამში დააიპონა.

60 კგ-ში საქართველოს ღირსებას ირაკლი კუპატაძე და რობინზონ ბეგლარიშვილი იცავდნენ. კუპატაძემ სლოვაკ მარეკ პენტკას და პერუელ ხუან პოსტიგოსს იპონებით აჯობა, მეოთხედფინალში კი ყირგიზ ოტარ ბესტაევთან 1 შიდოთი დამარცხდა. რეპეშაჟში კუპატაძემ ფრანგ ვინსენტ მანკუესტს იპონით სძლია, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი კიდევ ერთ ფრანგ სედრიკ რევოლთან ვაზარით დამარცხდა.

წინასწარი მონაცემებით, ქართულ დელეგაციას წარმომადგენელი 66 კგ-მდე წონით კატეგორიაშიც უნდა ჰყოლოდა, თუმცა, ბექა უდესიანი ტატამზე არ გამოჩენილა.

დღეს, ბუდაპეშტის გრან პრიზე დასკვნითი დღეა, ქართველთაგან კი საქმეში თამაზ კირაკოზაშვილს (81 კგ.), ონისე სანებლიძეს (90 კგ.), დავით ოზბეთელაშვილსა (100 კგ.) და გურამ ქოსმენაშვილს (+100 კგ.) ვიხილავთ.

0.11886