ფეხბურთი

20:08 | 24.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია გააკრიტიკა

არგენტინის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია გააკრიტიკა. "ალბისელესტე" თვითმფრინავს რამდენიმე საათი ელოდებოდა, რათა ნიუ ჯერსიში გადაფრენილიყო.

"კიდევ ერთხელ თვითმფრინავს ველოდეთ, რათა დანიშნულების ადგილზე გადავფრენილიყავით. ღმერთო ჩემო, არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია რა კატასტროფულია." - განაცხადა მესიმ თავის ინსტაგრამის გვერდზე.

არგენტინის ეროვნული ნაკრები კოპა ამერიკის ფინალში ჩილეს დაუპირისპირდება. მატჩი 27 ივნისს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.

0.119013