“კლივლენდ კავალიერსის” ლიდერი ლებრონ ჯეიმსი ეროვნულ ნაკრებში რიოს ოლიმპიადაზე თამაშს არ აპირებს, აღნიშნულ ინფორმაციას Bleacher Report-ი ავრცელებს.
ამ მომენტისთვის ამერიკის ათი კალათბურთელია ცნობილი, ვინც “დრიმ თიმში” თამაშს აპირებს, ესენი არიან: კევინ დურანტი, ჯიმი ბატლერი, კაილ ლოური, დემარ დეროზანი, დემარკუს კაზინსი, დეანდრე ჯორდანი, კარმელო ენტონი, კლეი ტომპსონი, დრეიმონდ გრინი.
რიოს ოლიმპიადაზე კალათბურთი სტარტს 6 აგვისტოს აიღებს და ამავე თვის 21 რიცხვში დასრულდება.