ფეხბურთი

13:34 | 24.06.2016 | ნანახია NaN - ჯერ

თბილისს ახალი საფეხბურთო მოედანი შეემატება (+VIDEO)

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე მდებარე სტადიონი დაათვალიერეს.

ახალი სტადიონი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შუამდგომლობის შედეგად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა. დადგენილების შესაბამისად, ფეხბურთის ფედერაცია იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს აღნიშნული სტადიონის უეფას მე-2 კატეგორიის დონეზე მოწყობა, რის შემდეგაც აქ საქართველოს ეროვნული შეჯიბრებები და სხვადასხვა საერთაშორისო მატჩები ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ 19-წლამდელთა შორის ევროპის 2017 წლის ფინალურ ეტაპს სწორედ ახალი სტადიონი უმასპინძლებს.

ამ სტადიონით ისარგებლებენ მძლეოსნებიც. მათ შეეძლებათ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, გამოიყენონ კომპლექსი ეროვნული და საერთაშორისო ჩემპიონატების ჩასატარებლად.

სფფ-ის პრესსამსახური


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:14 | 02.01.2017
eke99 (1362)

ჭოწუა რა შუაშია ? რუსთავს მაგ პოზიციაზე არც ყავს უცხოელი. და არც ვალდებულია რომ ჭოწუა ჰყავდეს.მათი გადასაწყვეტია ვინ რად ღირს და რად არა. ეგებ ისიც თქვა რომ დეონტა ვონს სჯობს,ან სპანოლოს?ან ბრიჯმენს ან ეგებ და სულაც ფილიპ მილერს სჯობს? ქართველები 80% შემთხვევაში ვერ სჯობნიან ლეგიონერებს. და ლეგიონერი უფრო ნაკლებ ან იმავე ფასში ორი თავით მეტია.

17:16 | 02.01.2017
eke99 (1362)

თუ მაგ პოზიციას ადარებ ბოლო ბოლო რუსთავს 4/3 სპანოლო ჰყავს და რამდენად პროდუქყიულია თუნდაც ჭოჭუაზე კარგად ჩანს. და ახლა დინამოში ზუსტად რომ ვონი რომ ყავს გვერდით მაგიტომაც ჩანს ჭოჭუა. დაუყენე ქართველი და მიიღებ ისევ იმ სურათს რაც უწინ იყო .

16:22 | 31.12.2016
buska (1193)

რაღაცა საეჭვო ამბები ტრიალებს ფედერაციაში და კლუბებში ჩამოყავთ დაბალი დონის ლეგიონერები (3-4) ყავს თითქმის ყველას კაპიკებს უხდიან ალბათ და სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშეები ა ლიგაში ასპარეზობენ ,მაგარი ფული ტყდება და დონემ თამაშების ძალიან დაიწია

00:47 | 02.01.2017
eke99 (1362)

რა უნდა მოტეხონ ისედაც რაცაა ისიც არ ყოფნის გუნდებს . დაბალი დონის ლეგიონერ რომელია ქართველებს რომ თითქმის ყველა კომპონენტში სჯობიან აქ ეგენი?

16:38 | 02.01.2017
buska (1193)

მაგრად გესმის შენ კალათბურთი, ჭოჭუას გაშვებით რუსთავმა უკეთესები ჩამოიყვანა და ა. შ სხვა გუნდებმა ?!!!!!!!!!!!

15:21 | 02.01.2017
buska (1193)

რომელი ლეგიონერი ჯობია ჭოჭუას რუსთავში? უგუნდოდ იყო ვაფშე ბოლოს დინამოში აიყვანეს და კია ლიდერი რამის. ქუთაისს უკეთესი ლეგიონერი ცენტრები ყავს , და უამრავს ჩამოგიტვლი ეხლა მეზარება სუპერლიგის საიტზე შესვლა და რამდენი კაი ბიჭი გადავიდა ა ლიგაში

12:06 | 03.01.2017
eke99 (1362)

იყო თავისუფალი და ყოფილიყო ვალდებული არავინააა აეყვანა თუ არ აჭირდებოდათ. მეორე მხარეც არსებობს რატომ უნდად და რატომ არა მწვრთნელებს მოთამაშე. სპანოლო რომ ჭოჭუას სჯობს ახლა გაიგე?

15:23 | 02.01.2017
buska (1193)

ა სიმართლე არ მოგეცონათ ეკას გავეცი პასუხი მის ცინიზმზე და

15:23 | 02.01.2017
buska (1193)

ეკეს

00:46 | 02.01.2017
eke99 (1362)

ვა რას ამბობ .გაგიშიფრავს )))))))) დაწერე პროკურატურაში მერე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063948