ფეხბურთი

23:40 | 23.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

გუგა ფალავანდიშვილი “ტორპედოშია”

24 ივნისს „ტორპედოს“ ოფიციალურად ახალი ფეხბურთელი დაემატება. კლუბთან კონტრაქტს 23 წლის საყრდენი ნახევარმცველი, გორის „დილასთან“ ერთად ქვეყნის ჩემპიონი და ბრინჯაოს პრიზიორი გუგა ფალავანდიშვილი გააფორმებს.

ფალავანდიშვილი, რომელმაც დღეს პირველად ივარჯიშა ტორპედოელთა საწვრთნელ ბაზაზე, დამდეგ, მოკლევადიან სეზონში ითამაშებს გუნდში, რის შემდეგაც ხელშეკრულების პირობები გადაიხედება.

„ტორპედოს“ ახალწვეული „გაგრას“ საფეხბურთო სკოლის აღზრდილია (პირველი მწვრთნელი – პაატა გოცირიძე). ამ კლუბში ეროვნულ ჩემპიონატებში მან 3 წელი გაატარა. შემდეგ იყო თბილისის „დინამო“-2-ში, საიდანაც „დილაში“ გადავიდა.

გუგა ფალავანდიშვილს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ერთი მატჩი აქვს ჩატარებული.

"ტორპედოს" პრეს-სამსახური

0.122555