ფეხბურთი

15:29 | 23.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა - ზინედინ ზიდანი (VIDEO)

1972 წლის 23 ივნისს დაიბადა ზინედინ ზიდანი. საფრანგეთის ნაკრების, “კანის,” “ბორდოს,” ტურინის “იუვენტუსისა” და მადრიდის “რეალის” გამთამაშებელი. 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 2006 წლის მუნდიალის ფინალისტი. ამ ტურნირის ფინალურ მატჩში, იტალიელ მარკო მატერაცისთან მომხდარი სკანდალური ინციდენტის შემდეგ, ზიდანი აქტიურ საფეხბურთო კარიერას გამოემშვიდობა. იგი მონაწილეობას იღებდა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატშიც. 2000 წლის ევროპის ჩემპიონი. ასევე, მონაწილეობას იღებდა 1996 და 2004 წლების ევროპის პირველობებშიც. საფრანგეთის ნაკრებში ჩატარებულ 108 შეხვედრაში, 31 გოლი გაიტანა. FIFA-მ სამჯერ დაასახელა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ (1998, 2000, 2003). 1998 წელს აღიარეს ევროპის უძლიერეს ფეხბურთელად. “იუვენტუსთან” ერთად მოიგო ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი (1996), იტალიის ჩემპიონობა (1997, 1998) და სუპერთასი (1997). “რეალთან” ერთად გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში (2002), დაეუფლა საკონტინენტთაშორისო თასს (2000), ესპანეთის ჩემპიონობას (2003), ევროპის სუპერთასს (2002) და ესპანეთის სუპერთასს (2001, 2003). 2016 წლის 4 იანვრიდან მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელია და პირველივე წელს გუნდს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.

0.112735