ჩოგბურთი

1:15 | 23.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა წყვილთა ტურნირს გამოეთიშა

ქართველი და სლოვაკი ჩოგბურთელები სოფო შაფათავა და რებეკა სრამკოვა იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის წყვილთა შეჯიბრს მეოთხედფინალში გამოეთიშნენ.

შაფათავამ და სრამკოვამ პირველ ნომრად განთესილ იტალიურ-პოლონურ დუეტს (კლაუდია ჯიოვინე-კატარჟინა პიტერი) დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა, 6:2, 3:6, 8:10 წააგეს.

შეგახსენებთ, რომ ერთეულებში მე-2 ნომრად განთესილი შაფათავა მეოთხედფინალშია გასული, სადაც ძალებს მე-8 რეიტინგის მქონე ჰოლანდიელ არანჩა რუსთან მოსინჯავს.

0.116922