მადრიდის “რეალი” ევრო 2016-ის დასრულების შემდეგ გარეთ ბეილთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს, აღნიშნულ ინფორმაციას Daily mail-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, “სამეფო კლუბი” უელსელს ახალ, გრძელვადიან ხელშეკრულებას შესთავაზებს.
გავრცელებული ინფორმაციით, “რეალის” ეს გადაწყვეტილება ევრო 2016-ზე ბეილის კარგი თამაშით არის გამოწვეული. ფეხბურთელს მიმდინარე კონტრაქტი “რეალთან” 2019 წლამდე აკავშირებს.
ბეილის გადაბირება “მანჩესტერ იუნაიტედს” და “სიტის” სურთ.