ფეხბურთი

19:18 | 22.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ორივე ლუკა "იაგელონიას" მთავარ გუნდშია

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები, მეკარე ლუკა გუგეშაშვილი და მცველი ლუკა ასათიანი პოლონეთის "იაგელონიას" მთავარ გუნდს შეკრებაზე გაჰყვნენ. "იაგელონია" სლოვენიაში დაბანაკდა. გუგეშაშვილის გარდა, გუნდში კიდევ სამი მეკარეა.

გუგეშაშვილიც და ასათიანიც წლეულს იანვარში, შესაბამისად, თბილისის 'დინამოდან" და 35-ე სკოლიდან გადავიდნენ პოლონურ კლუბში. ორივენი 1999 წელს არიან დაბადებულნი და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111597