გიორგი ნავალოვსკიმ ხაბაროვსკის "სკა-ენერგია" დატოვა და შესაძლოა, კახა ცხადაძის "ქაირათში" გადავიდეს. ჯერჯერობით, ყაზახეთში გადასვლის საკითხი არაა გადაწყვეტილი, მაგრამ მოლაპარაკება რომ მიმდინარეობდა, ეს შევიტყვეთ. არის საუბარი თბილისის "დინამოზეც".
გიორგიმ ორმხრივი შეთანხმებით დატოვა კლუბი, რომელიც ქართველს მადლობას უხდის გაწეული სამუშაოსთვის.
"ნავალოვსკის წასვლა დიდი დანაკლისი იქნება. მისი გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ოჯახთან სურს ყოფნა. კლუბი ხელს ვერ შეუშლიდა ფეხბურთელს, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენთვის და რომლისთვისაც "სკა-ენერგია" მეორე სახლი იყო" - ეს "სკა-ენერგიას" პრესსამსახურის განცხადებაა.