ფეხბურთი

0:28 | 23.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

მაქსველმა პსჟ-სთან გაახანგრძლივა

ბრაზილიელმა მცველმა მაქსველმა "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლომდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული გრანდის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

მაქსველი პსჟ-ში 2012 წელს კატალონიის "ბარსელონადან" გადავიდა და ლიგა 1 ოთხჯერ მოიგო. ამ ხნის განმავლობაში ბრაზილიელმა 174 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში 34 წლის მცველს 42 შეხვედრაში 3 გოლი და 6 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103927