საქართველოს ხელბურთელ გოგონათა ნაკრები გააანაგრძობს მზადებას წლის მთავარი ტურნირისთვის: 4-8 ივლისს გეტებორგში იმართება ევროპის ღია პირველობა თვრამეწლამდელებში, სადაც ყველა უძლიერესი ნაკრები ითამაშებს.
ნაკრებმა წლეულს უკვე ითამაშა ორ ტურნირზე - მეორე ადგილი დაიკავა IHF ქალთა ტროფიზე თბილისში და შემდეგ ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაციაც ჰქონდა მონტენეგროში, ორი წლით უფროსებთან. გეტებორგის ტურნირი ზუსტად ჩვენს ასაკში, თვრამეტწლამდელებში, ანუ 1998-99 წლებში დაბადებულთა შორისაა.
ევროპის ღია პირველობა უდიდესი სახელბურთო ფესტივალის, პარტილეს თასის მთავარი შეჯიბრებაა., თამაშობს ყველა უძლიერესი ნაკრები, არის EHF ოფიციალური ტურნირების სიაში და ფაქტიური ევროპის ჩემპიონატია თვრამეტწლამდელებში. ევროპის ოფიციალური ჩემპიონატი, უკვე ცხრამეტწლამდელებში, 2017 წელსაა და საქართველოს ნაკრებს გაზაფხულზე ამ ტურნირის კვალიფიკაციაში მოუწევს გამოსვლა.
ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გიორგი გვაზავას თებერვლიდან ასისტენტობას უწევს უკრაინელი ოლექსანდრ გურსკი. სამწვრთნელო სტაფში არიან ინა ჭკუასელი, ლანა მარგიანი და მეკარეების მწვრთნელი ამირან კომახიძე. გოგონების მზადებაში მზადყოფნით ჩაერთვნენ ეროვნული ნაკრების ლიდერებიც, რომლებსაც სეზონისშემდომი არდადეგები აქვთ. ბოლო ორ ვარჯიშზე იმყოფებოდნენ ჯერ ნაკრების მეკარე შოთა თევზაძე, ხოლო შემდეგ - ირაკლი ჩიქოვანი და ილია გოგალაძე.
გუნდი სპორტკომპლექს არენის მეორე დარბაზში ემზადება. მწვრთნელების განკარგულებაში ამჟამად 19 ხელბურთელია, საიდანაც ამ დროისათვის ოპტიმალური შემადგენლობა აირჩევა. ნაკრები შვედეთში 2 ივლისს გაემგზავრება.
ხელბურთი. European Open, გოგონები 18 წ
4-8 ივლისი, გეტებორგი, შვედეთი
D ჯგუფი: საფრანგეთი, ჰოლანდია, ავსტრია, ფინეთი, საქართველო
04.07 18:30 საქართველო-საფრანგეთი
04.07 23:00 ავსტრია-საქართველო
05.07 14:00 საქართველო-ფინეთი
05.07 17:30 საქართველო-ჰოლანდია
A ჯგუფი: დანია, შვედეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი
B ჯგუფი: რუსეთი, ესპანეთი, ჩეხეთი, ფარერები
C ჯგუფი: რუმინეთი, ნორვეგია, მონტენეგრო, შვეიცარია, ისლანდია
6-8 ივლისი. ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო გუნდი ითამაშებს 1-8 ადგილებისთვის, 3 ადგილებზე გასულები - 9-12 ადგილებისთვის, 4-5 ადგილებზე გასულები - 13-18 ადგილებისთვის