თბილისის “დინამო” ავსტრიულ ტიროლში, დაბა სენტ იოჰანში იმყოფება და მოახლოებული ევრომატჩებისთვის მზადებას გადის.
დინამოელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, გუნდი კირხდორფის მოსამზადებელ ცენტრში ვარჯიშობს, რომელიც ალპურ ზონაში მდებარეობს და განსაკუთრებული ჰავით გამოირჩევა.
“დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა გუშინ დილით ფეხბურთელები გამძლეობაზე ავარჯიშა, შემდეგ კი წვრთნამ საფეხბურთო მოედანზე ჩაიარა.