ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის კვალიფიკაციის პირველი წრე დასძლია. მე-3 ნომრად განთესილი ბასილაშვილი უკრაინელ დენის მოლჩანოვს დაუპირისპირდა და მსოფლიოს 287-ე ჩოგანს სულ რაღაც 51 წუთში 6:2, 6:1 სძლია.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზმა გასულ წელს უიმბლდონზე ძირითად ბადის მე-3 წრემდე მისვლა შესძლო და ქულათა დიდი რაოდენობა აქვს დასაცავი, ამ დროისთვის კი კლასიფიკაციაში 105-ე პოზიციაზეა.
ბასილაშვილს წინსვლის კარგი შანსი აქვს, რადგანაც ბრიტანეთში მიმდინარე ტურნირის მე-2 რაუნდში ეგვიპტელ მოჰამედ საფვატს გაეჯიბრება. რეიტინგში 219-ე ადგილზე მყოფმა აფრიკელმა არგენტინელ ტომას ლიპოვსეკს 6:3, 6:2 მოუგო.