ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში მაია ჩიბურდანიძის თასის გათამაშება ჩატარდა 8 და 10 წლამდე ვაჟთა და გოგონათა შორის, რომელიც ფიდეს მოქმედი წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად გაიმართა. გარდა ამისა, შედგა მაია ჩიბურდანიძის თასის ღია გათამაშებაც.
საერთო ჯამში, საჭადრაკო ფესტივალზე საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა და რაიონის 200-ზე მეტმა მოჭადრაკემ იასპარეზა. გამარჯვებულები და პრიზიორები მაია ჩიბურდანიძემ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ და იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაზა ლომინაძემ დააჯილდოვეს.
გამარჯვებულები:
8 წლამდე ჭაბუკთა შორის:
I ადგილი – დავით ნემსაძე (ქუთაისი; მწვრთნელი ნონა ჭეფხოძე) – 7 ქულა;
II ადგილი – დავით ქოთოლაშვილი (გორი; მწვრთნელი ოთარ დოლიძე) – 6 ქულა
III ადგილი – დავით ჭუმბურიძე (ქუთაისი; მწ.ნუკრი ჩარკვიანი) – 6 ქულა;
8 წლამდე გოგონათა შორის:
I ადგილი – ქრისტინე ხვადაგიანი (ქუთაისი; მწვრთნელი ნონა ჭეფხოძე) – 6,5 ქულა;
II ადგილი – ვერონიკა ტყეშელაშვილი (ქუთაისი; მწ.მარიამ ვასილცევა) – 6 ქულა
III ადგილი – ანასტასია კირთაძე (ქუთაისი; მწ.გიორგი გურგენიძე) – 5,5 ქულა
10 წლამდე ჭაბუკთა შორის:
I ადგილი – ზურა ავალიანი (ქუთაისი; მწვრთნელი გიორგი მენაბდე) – 6,5 ქულა;
II ადგილი – ბარბარე ცირეკიძე (ქუთაისი; მწვრთნელი ნონა ჭეფხოძე) – 6 ქულა
III ადგილი – მამუკა ბასილაძე (ქუთაისი; მწ.ინგა კიკვიძე) – 6 ქულა;
10 წლამდე გოგონათა შორის:
I ადგილი – მელანო კილაძე (ქუთაისი; მწვრთნელი მურმან ესაძე) – 6 ქულა;
II ადგილი – მართა უშხვანი (ქუთაისი; მწვრთნელი მურმან ესაძე) – 6 ქულა
III ადგილი – ქრისტინე დოგრაშვილი (ქუთაისი; მწვრთნელი ნონა ჭეფხოძე) – 5,5 ქულა
ღია ტურნირი
I ადგილი – თამარ ესაძე (ქუთაისი; მწვრთნელი მურმან ესაძე) – 5,5 ქულა;
II ადგილი – რუსუდან მაღლაკელიძე (ბაღდათი; მწვრთნელი ბექა ახალაძე) – 5,5 ქულა
III ადგილი – გიგა გოდერძიშვილი (გორი; მწვრთნელი ოთარ დოლიძე) – 5 ქულა