კალათბურთი

12:18 | 21.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

“რეალმა” “ბარსას” მოუგო

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური სერიის მესამე შეხვედრაში “რეალმა” შინ “ბარსელონას” 91:74 აჯობა და სერიაში 2:1 დაწინაურდა. მადრიდელებმა პირველი სამი პერიოდი დამჯერებლად მოიგეს, კატალონიელები მთელი შეხვედრის განმავლობაში მდევრის როლში იყვნენ.

მატჩში ყველაზე მეტი 21 ქულა “რეალის” გამთამაშებელმა სერხიო ლულმა ჩააგდო. “ბარსელონაში” 18 ქულით ანტე ტომიჩი გამოირჩა.

სერია სამ მოგებამდეა. მომდევნო მეოთხე შეხვედრა მადრიდში 22 ივნისს თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

https://www.youtube.com/watch?v=-Gxklyzuv2I

0.148921