ფეხბურთი

12:07 | 21.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო“ ავსტრიაში დაბანაკდა

საქართველოს ჩემპიონი თბილისის „დინამო“ ორშაბათს ავსტრიულ დაბა სენტ იოჰანში ჩავიდა და სასტუმრო Alpenhotel Kaiserfels- ში დაბინავდა. ალპურ შეკრებაზე დინამოელები ოთხ სპარინგ შეხვედრას გამართავენ: 23 ივნისს ვარშავის „ლეგიას“ დაუპირისპირდებიან, 26- ში რაზგრადის „ლუდოგორეცს“, 29 ივნისს ჰაიფას „მაქაბის“ და 4 ივლისს ბოლო სპარინგი კიევის „დინამოს“ წინააღმდეგ გაიმართება.

„დინამოს“ ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გუნდის მთავარი მწვრთნელის იურაი იარაბეკის განკარგულებაში ავსტრიულ შეკრებაზე 22 ფეხბურთელი იმყოფება:

გიორგი ლომაია, ანტონი სკრიბე, გიორგი თევზაძე, ზაზა ჭელიძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, თორნიკე კირკიტაძე, მატია შპიჩიჩი, რენე ფერეირა, უჩა ლობჟანიძე, მათე ცინცაძე, ლაშა პარუნაშვილი, სტეფან ველევი, მათიას კურიე, ვახო ჭანტურიშვილი, ოთარ კიტეიშვილი, მიკელ ალვარო, ბექა მიქელთაძე, ჯაბა ჯიღაური, გიორგი პაპუნაშვილი, დავით ვოლკოვი, ნიკოლოზ გელაშვილი და გიორგი ქვილითაია.

0.110986