ჭადრაკი

11:16 | 21.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

კაპაბლანკას მემორიალი ივანჩუკმა მოიგო

დასრულდა დიდი კუბელი მოჭადრაკის, მსოფლიოს ექს ჩემპიონ ხოსე რაულ კაპაბლანკას მემორიალი, რომელსაც კუბის დედაქალაქი ჰავანა მასპინძლობდა. ტურნირში, რომელიც ორ წრედ ჩატარდა ექვსი მოჭადრაკე მონაწილეობდა: ლენიერ დომინგესი(კუბა), ვასილი ივანჩუკი(უკრაინა), ივან ჩეპარინოვი(ბულგარეთი), იური კრივორუჩკოვი(უკრაინა), ზოლტან ალმაში(უნგრეთი) და ლაზარო ბრუგოსი(კუბა).

ასპარეზობა დაუმარცხებლად ივანჩუკმა, კრივორუჩკოვმა და ჩეპარინოვმა ჩაამთავრეს. მათგან ყველაზე კარგი შედეგი(4 მოგება, 6 ყაიმი) ივანჩუკმა აჩვენა, 7.0 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და მეორე ადგილზე გასულ კრივორუჩკოს ერთი ქულით გაუსწრო.

რაც შეეხება პირველ ნომრად განთესილ დომინგესს, მან გულშემატკივართა იმედი ვერ გაამართლა და 4.5 ქულით მხოლოდ ბოლოსწინა მეხუთე ადგილი დაიკავა.

ბოლო, მეათე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

კრივორუჩკო - ბრუგოსი - 1:0

ალმაში - ჩეპარინოვი - 0.5:0.5

ივანჩუკი - დომინგესი - 0.5:0.5

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:

1 - ივანჩუკი - 7.0(ქულა)

2 - კრივორუჩკო - 6.0

3-4 - ალმაში, ჩეპარინოვი - 5.0:5.0

5 - დომინგესი - 4.5

6 - ბრუგოსი - 2.5

0.130199