უეფას ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შოთა არველაძის გაწვრთნილი თელ ავივის მაკაბი სლოვენიურ გორიცას დაუპირისპირდება. მაკაბი პირველ მატჩს 30 ივნისს საკუთარ მოედანზე გამართავს, 7 ივლისს კი საპასუხო მატჩს სლოვენიაში ჩაატარებს.
''შეიძლება ითქვას სავარაუდო მეტოქეებიდან ერთ-ერთი ყველაძე ძლიერი გუნდი შეგვხვდა, თუმცა ეს ჩვენს გეგმებს არ ცვლის, მაკაბიმ მომდევნო ეტაპზე უნდა ითამაშოს. გორიცასთან მატჩამდე მოსამზადებელ ეტაპს ავსტრიაში გავივლით.'' - ამბობს შოთა.
ჩვენი ფონდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კახა ცხადაძესთან სამომავლო დაპირისპირების შესახებაც ისაუბრა. იმ შემთხვევაში თუ მაკაბი გორიცას, ხოლო ქაირათი ტუეტას ორმატჩიან დაპირისპირებაში დაამარცხებს, შოთა არველაძის და კახა ცხადაძის გუნდები მეორე ეტაპზე ერთმანეთს შეხვდებიან.
''კახასთან დაპირისპირება საინტერესო და კარგი იქნება. ერთ-ორ სიტყვას ვეტყვით ერთმანეთს. შემდეგ ეტაპზე კი უფრო ძლიერი ითამაშებს'' - ამბობს არველაძე.
ფონდი არველაძე







