ფეხბურთი

17:51 | 20.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

"დილადან" მარცვალაძეც წავიდა - ყაზახურ "ორდაბასიში"

გორის "დილადან" კიდევ ერთი ფეხბურთელი წავიდა, თანაც, გუნდის წამყვანი ფორვარდი ოთარ მარცვალაძე. როგორც შევიტყვეთ, 31 წლის მარცვალაძე კარიერას ყაზახურ "ორდაბასიში" გააგრძელებს. ეს გუნდი ყაზახეთში მეხუთე ადგილზეა.

შეგახსენებთ, ორიოდე კვირის წინ "ორდაბასიში" გადავიდა გოგიტა გოგუაც, რომელიც ყაზახურ "ირტიშში" თამაშობდა.

"ვიტ ჯორჯია", კიევის "დინამო", "ზაკარპატიე", "ანჟი", "ვოლგა", "კრასნოდარი", "სკა-ენერგია", "ალანია", თბილისის "დინამო", "ტოსნო", "დილა" - ამ გუნდებში უთამაშია მარცვალაძეს.

0.120341