ნიონში დასრულდა ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაც. ვნახოთ, ვის შეხვდებიან ქართული გუნდები, თუ პირველ ეტაპს გადალახავენ.
1- "გაბალა"-"სამტრედიას" შორის გასული შეხვდება "აქტობესა" (ყაზახეთი) და მტკ-ს (უნგრეთი) შორის გამარჯვებულს.
2- "დილა"-"შირაქს" შორის გამარჯვებული შეხვდება "სპარტაკ ტრნავასა" (სლოვაკეთი) და "ჰიბერნიანსს" (მალტა) შორის გასულს.
3- "ჩიხურა"-"ზიმბრუში" გასული ხვდება თურქეთის მეხუთეადგილოსან "ოსმანლისფორს".
პირველი ეტაპის მატჩები 30 ივნისსა და 7 ივლისს გაიმართება, მეორე ეტაპისა კი - 14 და 21 ივლისს.