საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები ბუქარესტში გაემგზავრა, სადაც ხვალიდან 26 ივნისის ჩათვლით ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართება. ბერძენ-რომაელებს ექვსდღიანი შეჯიბრების პირველი ორი დღე დაეთმობათ. 21 ივნისს მედლები 50, 60, 74 და 96 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება, ხოლო 22 ივნისს - 55, 66, 84 და 120 კილოგრამებში.
ზაზა სილაგაძის გაწვრთნილმა გუნდმა შარშანდელ ევროპირველობაზე 6 მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში გაჩემპიონდა. იმ შემადგენლობიდან მომავალი ჩემპიონატის განაცხადში კვლავ არიან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ზვიად პატარიძე (120 კგ), მსოფლიოს ჩემპიონი რამაზ ზოიძე (66 კგ), ევროპის პრიზიორი ლევან ქავჟარაძე (60 კგ) და ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი ნუგზარ წურწუმია (50 კგ).
აქვე სრული შემადგენლობაც:
50 კგ - ნუგზარ წურწუმია
55 კგ - დავით ჩხარტიშვილი
60 კგ - ლევან ქავჟარაძე
66 კგ - რამაზ ზოიძე
74 კგ - თემურ ჭკუასელიძე
84 კგ - გურამ ხეცურიანი
96 კგ - გიორგი მელია
120 კგ - ზვიად პატარიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სტუმრად ფრე აქ უნდა მოგვეგო სამართლიანი შედეგი ჩვენთვის იქნებოდა
სპორტოლჯიზეც დევს მისი ინტერვიუ და ყველა სიტყვა პირიქითაა ნათარგმნი აშკარად რომელიღაც საიტი გვატყუებს
კაშიაზე რა პონტში უნდა იყოს აგებული? ის ხომ ცენტრალური მცველია და მეტოქის კარს მხოლოდ სტანდარტულების დროს უახლოვდება
უცხოელ სპეციალისტებს ჩვევიათ ასე, აქტიურობდა კაშია, დაცვაში ირჯებოდა, შეტევებს იწყებდა, ბურთი კარგად ამოჰქონდა და ეგაა აწყობა, მეტი კი არაფერი..
თაშის აგება მარტო შეტევას ხომ არ ნიშნავს?
არა, მაგრამ თამაშის ამა თუ იმ ფეხბურთელზე აგება განა იმას არ ნიშნავს რომ დანარჩენი 10 ფეხბურთელი მის გადაწყვეტილებებზეა მორგებული?
ალბათ, ყველაზე ადვილი გამოსათქვამები რომელი სახელებიც იყო, ისინი ახსენა
არა მგონია, საქართველოში ასე, გამორჩეულად უკეთ თამაშობდეს.. სავარაუდოდ, დანიაში დაფიქსირებული შედეგი აქვს მხედველობაში და მსაჯის ფაქტორი ავიწყდება.
ეგ კარგი, იონ დალ და კალამ არ დაგპატიჟა, სადმე? )