ფეხბურთი

18:00 | 19.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

იაპონიაში გოლი 49 წლის ფეხბურთელმა გაიტანა

იაპონიის ჯეი ლიგა 2-ის მორიგ ტურში გოლი არც მეტი, არც ნაკლები კაზუიოში მიურამ გაიტანა, რომელიც ამჟამად 49 წლის და 4 თვის გახლავთ. დიახ, იაპონიის ნაკრების ყოფილი შემტევი აქტიურ საფეხბურთო კარიერას დღემდე აგრძელებს.

მან “გიფუსთან” მატჩში ანგარიში გახსნა, მაგრამ ამით თავის გუნდს 3 ქულის მოპოვებაში მაინც ვერ შეეშველა, რადგან მერე, “იოკოჰამამ” ორი უპასუხო გოლი გაუშვა. 49 წლის მიურას კი მიმდინარე სეზონში შვიდი მატჩი აქვს ჩატარებული და ეს მისი პირველი გოლი გახლდათ.

1967 წელს დაბადებულ თავდამსხმელს თავის დროზე იტალიურ “ჯენოასა” და ზაგრების “დინამოშიც” უთამაშია, “იოკოჰამას” ღირსებას კი, 2005 წლიდან მოყოლებული იცავს. იაპონიის ნაკრებში მას 1990-2000 წლებში 89 შეხვედრაში 55 გოლი გაუტანია.

0.104047