საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა “სამტრედიამ”, რომელიც შეკრებას სლოვენიაში გადის, სპარინგ მატჩში ალბანეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი “კუკესი” 4:0 გაანადგურა. გია ცეცაძის შგირდთაგან დუბლით გამოირჩა გუნდის ახლაწვეული ბაჩანა არაბული, ხოლო ალბანელთა კარში თითო გოლი დავით ჯიქიამ და ლაშა შერგელაშვილმა გაიტანეს.
აღსანიშნავია, რომ “კუკესი” ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “სამტრედიას” სავარაუდო მეტოქეებს შორისაა.
“სამტრედიამ” ალბანური გუნდის წინააღმდეგ თამაში შემდეგი თერთმეტეულით დაიწყო:
მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, სანდოხაძე, გოგიაშვილი, შერგელაშვილი, დათუნაიშვილი, მანჯგალაძე, ჯიქია, რაჟამაშვილი, არაბული, ზივზივაძე
შეგახსენებთ, იმერული გუნდის მეტოქე ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ორშაბათს გახდება ცნობილი.