კალათბურთი

15:03 | 19.06.2016 | ნანახია 866 - ჯერ

მაიკლ დიქსონი საქართველოს ნაკრებში? (+VIDEO)
“ნიმბურკის” ექს-გამთამაშებელმა ქართული პასპორტი მიიღო

ამერიკელმა გამთამაშებელმა მაიკლ დიქსონმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, რაც იმის წინაპირობად უნდა მივიჩნიოთ, რომ ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას დაიცავს. ამ სიახლეს Sportando.com ავრცელებს.

25 წლის დიქსონმა გასული სეზონი ჩეხურ “ნიმბურკში” გაატარა და გუნდის საუკეთესო მოთამაშეც გახლდათ. მაიკლმა ვთბ-ლიგაში 31 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 14.4 ქულას, 2.7 მოხსნას, 4.6 პასს და 1.4 ჩაჭრას აგროვებდა.

მოსკოვის ცსკა-სთან მეოთხედფინალურ სერიაში, რომელიც ჩეხებმა 0:3 წააგეს, დიქსონი ასევე გამორჩეული იყო. ამერიკელმა უკანახაზელმა შესაბამისად, 16, 13 და 19 ქულა ჩააგდო და პლეი-ოფი, საშუალო 16.0 ქულით, 2.3 მოხსნით, 4.0 პასით და 1.3 ჩაჭრით დაასრულა.

ახლა, დიქსონით დაინტერესებას ათენის აეკ-ი იჩენს, თავად კალათბურთელი ორშაბათიდან აშშ-ში გამგზავრებას გეგმავს და “ბლეიზერსის” მიერ ორგანიზებულ მინი-კემპზე პორტლენდური გუნდისთვის თავის მოწონებას ეცედბა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე, აქტიური საუბარი მიდიოდა საქართველოს ნაკრებში “ლაბორალ კუჩას” ამერიკელ მაიკ ჯეიმსის ჩარიცხვაზე, მაიკლ დიქსონისთვის ქართული პასპორტის მიცემა კი ბევრ რამეს ცვლის.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:05 | 26.03.2015
sabonis (9584)

ეჰ ამათ ჩვენი ნიჭი მისცა ფეხბურთში და ჩვენ ამათი ფული ჩვენც ავშენდებიც ეგენიც.DD ეგენი,რომ ფეხბურთში ფულს დებენ ჩვენზე გაცილებით წინ უნდა იყვნენ.

21:59 | 26.03.2015
Mr_gr (1404)

ლაციოს რატომ დაადგეს თვალი?

20:32 | 26.03.2015
ReNნee (9225)

ამ დედა ნაღრძობი ნავთობი და გაზი (ცოტა) ჩვენ ტერიტორიაზეც რომ იყოს რა იქნებდოა ბბბბბლიად !

01:00 | 27.03.2015
shakooo7 (2507)

კეზერასვილის, შარანგიების და უგულავების ხელში იქნებოდა მაინც

22:31 | 26.03.2015
BEERTRANCE (97819)

მაინც არ გვეშველებოდა ჩვენ.

21:30 | 26.03.2015
laciosErtguli (3640)

რა იქნებოდა და სააკაშვილის რეკეტი ედემის ბაღად მოგვეჩვენებოდა ისეთი ტისკები იქნებოდა ხალხის!

21:53 | 26.03.2015
mushni (93569)

გმიროოოოოოოს უშვებ გაისად

22:16 | 26.03.2015
laciosErtguli (3640)

შემოგვაბერდა და თან მარტო კლოზეს იმედათ ჩემი მტერი იყოს, მიმიმუმ 1 ძლიერი თავდამსხმელი გჭირდება, ჯორჯევიჩი როდის დაბრუნდება "ხუეიო ზნაეტ" და თან რა ფორმაში.

21:28 | 26.03.2015
NGoLo KaNte (36472)

აბაა

20:51 | 26.03.2015
JUPITER (1548)

შენ ეგა თქვი...

20:05 | 26.03.2015
BEERTRANCE (97819)

ყოჩაღ აზერებს.

19:58 | 26.03.2015
laciosErtguli (3640)

არაა პრობლემა, თუ მაყუთს მოგვცემენ. ამ 40 მილიონით 1 კაი თავდამსხმელის და 2 კაი მცველის ყიდვა შეიძლება, რომლებიც ძაან გვაკლია.

21:53 | 26.03.2015
mushni (93569)

რატოო გმიროო ხო გყავს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06467
866