ფეხბურთი

14:12 | 19.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

გადაწყდა: ოთარ კაკაბაძე "ხიმნასტიკის" წევრია

საქართველოს ჩემპიონ თბილისის “დინამოსა” და ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე კარიერას ესპანეთის სეგუნდადივიზიონის ბინადარ “ხიმნასტიკში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არცერთ გუნდს არ დაუდასტურებია, მაგრამ როგორც Worldsport.ge-სთვის გახდა ცნობილი, ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია და იგი ოფიციალურ სახეს უახლოეს დღეებში მიიღებს.

კაკაბაძის ესსპანეთში გადაბარგების შესახებ ადრეც ვწერდით, თუმცა მაშინ მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და როგორც ჩანს საბოლოო შეთანხმებაც მიღწეულ იქნა.

შეგახსენებთ, “ხიმნასტიკში” კიდევ ერთი ქართველი გიორგი აბურჯანია გამოდის, რომელიც გუნდის ძირითადი შემადგენლობის განუყოფელი ნაწილია. “ნასტიკს” პრიმერაში გადასვლის ჩინებული შანსი ჰქონდა, მაგრამ პლეი-ოფში პამპლონას “ოსასუნასთან” დამარცხდა და ახალი სეზონიდან ისევ ლიგა ადელანტეში მოუწევს თამაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125248