ფეხბურთი

11:56 | 19.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩილემ მექსიკა გაანადგურა, მესი ბატისტუტას გაუთანაბრდა (+VIDEO)

2016 წლის კოპა ამერიკის საიუბილეო ტურნირის დარჩენილ ორ მეოთხედფინალურ მატჩებში გამარჯვებულები ჩილეს და არგენტინის ეროვნული ნაკრებები გახდნენ.

"ალბისელესტემ" ვენესუელა იოლად 4:1 დაამარცხა (VIDEO). კატალონიის "ბარსელონას" შემტევმა ლიონელ მესიმ 1 გოლი გაიტანა, ნაკრებში 54 გოლი დაუგროვდა და არგენტინის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირ გაბრიელ ბატისტუტას გაუთანაბრდა. განვლილ მატჩში დუბლი გონსალო იგუაინმა შეასრულა, ხოლო მეტოქე მეოთხეჯერ ერიკ ლამელამ დაამწუხრა. ვენესუელის მხრიდან თავი სალომონ რონდონმა გამოიჩინა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი მესი გახდა, რომელმაც გოლთან ერთად ლამელას და იგუაინს გაატანინა.

არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო მექსიკამ. ჩილელებმა მეტოქე არ დაინდეს და 7:0 დაამარცხეს (VIDEO). ედიარდო ვარგასმა პოკერი შეასრულა და კოპა ამერიკის ბომბარდირთა 6 გოლით ერთპიროვნულად ჩაუდგა. ედსონ პუჩიმ დუბლი შეასრულა, ხოლო ალექსის სანჩესი მხოლოდ ერთ გოლს გამორჩა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი,ლ რა თქმა უნდა, ვარგასი გახდა.

ამრიგად, ხერარდო მარტინოს შეგირდები ნახევარფინალში ტურნირის მასპინძელს ამრიკის შეერთებულ შტატებს შეხვდება, მატჩი 22 ივნისს თბილისის დროით დილის 05:00 საათზე დაიწყება. მომდევნო დღეს 04:00 საათზე კი ურთიერთობას კოპა ამერიკის მოქმედი ჩემპიონი ჩილე და კოლუმბია გაარკვევენ.

0.173751