დასრულდა მსოფლიოსა და საჭადრაკო ოლიმპიადების მრავალგზის გამარჯვებულ მაია ჩიბურდანიძის სახელობის ტურნირის პირველი ეტაპი, რომელიც ახალი საჭადრაკო Maia Chess -ის სისტემით ჩატარდა. ასპარეზობას ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლემ უმასპინძლა.
ახალ სისტემას ალღო ყველაზე კარგად გიგა ყუფარაძემ აუღო, რომელმაც ყველაზე მეტი 29 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ ლევან ფანცულაიას შვიდი ქულით გაუსწრო. ვაჟებისაგან განსხვავებით ქალებში პირველი ადგილისათვის ბრძოლა შედარებით დაძაბული გამოდგა. აქ პირველი ადგილი ნანა ძაგნიძემ დაიკავა, რომელსაც სოფო ხუხაშვილი ერთი ქულით ჩამორჩა.
მაია ჩიბურდანიძის ტურნირის მეორე ეტაპს 19-22 ივნისს ქუთაისი უმასპინძლებს და ამჯერად Fischer Chess- ის სისტემით ჩატარდება.
პირველი ეტაპის მონაწილეთა შორის ადგილები შედეგი თანმიმდევრობით განაწილდა.
ქალები
1.ნანა ძაგნიძე -27
2.სოფო ხუხაშვილი- 28
3.სალომე მელია - 22
4.ნინო ხომერიკი- 20
5.მერი არაბიძე -18
6.სოფო გურამიშვილი-16
7.ნინო ხურციძე - 15
8.მაია ლომინეიშვილი - 11
ვაჟები
1.გიგა ყუფარაძე - 29
2.ლევან ფანცულაია - 22
3.კონსტანტინე შანავა - 20
4.მიხეილ მჭედლიშვილი - 19
5.მერაბ გაგუნაშვილი - 19
6.თორნიკე სანიკიძე - 16
7.ირაკლი ბერაძე - 13
8.ლუკა პაიჭაძე - 9