საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გიორგი აბურჯანიას აწ უკვე ყოფილი თანაგუნდელი ხოსე ნარანხო კარიერას "სელტაში" გააგრძელებს. როგორც ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, თავდამსხმელმა ახალ გუნდთან კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე გააფორმა.
ხოსე "უელვას" აკადემიის აღზრდილია. "ხიმნასტიკში" ფეხბურთელი 2015 წელს გადავიდა. გასულ სეზონში 21 წლის ფეხბურთელმა 38 მატჩში 16 გოლი გაირანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.