ლევან ყენიას “სლავიამ” ამხანაგურ მატჩში 4:0 მოუგო ბრატისლავის “სლოვანს”. ლევანი პრაღელთა გუნდის სასტარტოში არ იყო, მეორე ტაიმი ითამაშა სრულად და გოლიც გაიტანა: 70-ე წუთზე 3:0 გახადა ანგარიში. მეორე ნახევარში “სლავიამ” სამი ბურთი შეაგდო.
გოლს რაც შეეხება: კუთხურის შემდეგ ბურთი მოიგერიეს, ლევანს საჯარიმოს გარეთ მიუვიდა, გაისწორა და ცხრიანში გაგზავნა.
ყენიამ წინა ამხანაგურ მატჩში საგოლე პასი მიითვალა. ჯერ კიდევ არის საუბარი 25 წლის ქართველი ნახევარმცველის შესაძლო ტრანსფერზე, კერძოდ, რუსული კლუბები ინტერესდებიან, თუმცა საქმე წინ არ წასულა. უფრო სავარაუდოა, რომ ყენია “სლავიაში” დარჩება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სამტრედიამ ალბანურ კუკეს 4:0 მოუგო. დაწერეთ მაინც. გულს გაუხარდება.
ძალიან კარგი. ეხლა მთავარია ევროთასებზე არ ჩაიკუკესონ ))))))
ეგ უფრო დინამოზე ითქმის. ჯერჯერობით არ არსებობს მაგის თქმის საფუძველი.
ეგეც მართალია. ამ უაზრო ფეხბურთელებთან ერთაд ბლომაд პამპერსებსაც უნдა ყიдულობдეს ფიფია ))))))
22 ში ბუქარესტის დინამოსთან გვაქვს თამაში და იქ გამოჩნდება ჩვენი რეალური ძალა.
დღეს გაბალას ავტობუსში დავინახე კვეკვესკირი, ალბათ გაბალას დაემატა...
იშვიათი ქართველი ფეხბურთელი რომელსაც კარში დარტყმის ტ*აკი აქვს))) მეტი გოლი და მეტი პრაქტიკა ლევან)))
ეეჰ, იმხელა წითელი ვარსკვლავი ახატია გულზე, მგონი მართლა წავა რუსეთში )))))))
რაიიიის რუსეთი ბიჯო არ მოშორდე ევროპას