ფეხბურთი

13:29 | 18.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

AS: მორატა მადრიდში ბრუნდება

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” შემტევი ალვარო მორატა ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მშობლიურ კლუბში, მადრიდის “რეალში” ითამაშებს. როგორც გამოცემა AS-ი იტყობინება, “რეალის” ხელმძღვანელები ფეხბურთელის აგენტს შეხვდნენ და მორატას მადრიდში დაბრუნება გადაწყდა. “სამეფო კლუბი” ტურინელებთან შეთანხმების იმ პუნქტს გამოიყენებს, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელის გამოსყიდვა 30 მილიონ ევროდ შეუძლია. წყაროს ცნობით, ტრანსფერი ოფიციალურად ივლისის პირველ ნახევარში განხორციელდება.

ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “რეალი” მორატას გამოსყიდვას და შემდეგ უფრო დიდ თანხად ერთ-ერთ ინგლისურ კლუბში გაყიდვას აპირებდა, თუმცა მადრიდული კლუბის თავკაცები ამ ვარიანტზე აღარ ფიქრობენ და მორატას დამატებით გუნდის შეტევის ხაზში კონკურენციის გაზრდას გეგმავენ.

0.141034