კოლუმბიის ეროვნულმა ნაკრებმა კოპა ამერიკის მიმდინარე გათამაშების 1/4-ფინალში პერუს ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა და 1/2-ფინალის საგზური მოიპოვა. შეხვედრის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, პენალტების სერიაში კი კოლუმბიელებმა 4:2 იმარჯვეს და ფინალის საგზურისთვის ჩილესა და მექსიკის ნაკრებთა დაპირისპირებაში გამარჯვებულთან იბრძოლებენ.
ჩილე-მექსიკისა და არგენტინა-ვენესუელას 1/4-ფინალური მატჩები თბილისის დროით ხვალ გამთენიისას გაიმართება.
კოლუმბიელებზე ადრე ნახევარფინალის საგზური აშშ-ს ნაკრებმა მოიპოვა, რომლის მომავალ მეტოქეს არგენტინა-ვენესუელას შეხვედრა გამოავლენს.