კალათბურთი

18:35 | 17.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

კარი: “გადამწყვეტ მატჩში მოედნის უპირატესობა უნდა გამოვიყენოთ”

“გოლდენ სტეიტის” ლიდერმა სტეფ კარიმ “კლივლენდთან” (101:115) წაგებული მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა:

“არ ვფიქრობ, რომ კაირისთან და ლებრონთან თამაშის წესები დავარღვიე. ექვსი ჯარიმის გამო ბოლოში შეხვედრა დავტოვე და ასეთ მნიშვნელოვან მატჩში ჩემს თანაგუნდელებს ვერ დავეხმარე. ახლა ყველაფერი უნდა დავივიწყო და გადამწყვეტი შეხვედრისთვის მოვემზადო. რთული პლეი-ოფია. მაგრამ გადამწყვეტ მატჩში მოედნის უპირატესობა გვაქვს, რაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ”- განაცხადა კარიმ.

შეგახსენებთ, რომ გადამწყვეტი მეშვიდე შეხვედრა ოკლენდში 20 ივლისს თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.

0.122257