ჩოგბურთი

17:55 | 17.06.2016 | ნანახია 1225 - ჯერ

კალაშნიკოვა საწყის წრეში დამარცხდა

ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ გასულ კვირას ჰერტოგენბოშის 250-ათასიანი ტურნირზე წყვილთა თანრიგში გამარჯვება იზეიმა, ამჯერად, კი ახალ შეჯიბრს პირველივე წრეში გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ ოქსანამ ჰოლანდიაში წარმატებას ყაზახ იაროსლავა შვედოვავასთან წყვილში მიაღწია, ბირმინგემის პრესტიჟულ ტურნირში (საპრიზო ფონდი 846 000 დოლარი) კი უნგრელ ტიმეა ბაბოშთან ერთად ჩაება და მარცხი განიცადა.

კალაშნიკოვა და ბაბოში “უაილდ ქარდის” მქონე ბრიტანულ-უკრანულ დუეტს (იოჰანა კონტა-ელინა სვიტოლინა) გაეჯიბრნენ და 6:2, 3:6, 1:10 წააგეს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:50 | 18.06.2016
giojuve-10 (3743)

ერთუჯრედიანები,10 გატამაშება წააგეს ზედიზედ 3 სეტში 1-0 იგებდნენ თან:@

0.124478