ჭადრაკი

17:21 | 17.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერობას ინარჩუნებენ...

დასასრულს მიუახლოვდა მაია ჩიბურდანიძის თასის გათამაშება ექსპერიმენტალურ ჭადრაკში MAIA CHESS. დასკვნითი სათამაშო დღის წინ, ქალთა შორის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს ნანა ძაგნიძე. მის აქტივში 26 ქულაა.

22 ქულით მეორე ადგილზე სოფო ხუხაშვილია. ხოლო სალომე მელია 19 ქულით მესამე პოზიციას იკავებს.

ვაჟთა შორის ასევე შეინარჩუნა ლიდერობა საერთაშორისო ოსტატმა გიგა ყუფარაძემ. მეორე ადგილზე ლევან ფანცულაია იმყოფება 22 ქულით, ხოლო მესამეზე 18 ქულით მერაბ გაგუნაშვილია.

"მაიას თასის" დასკვნითი ტურის მინიმატჩები განსაკუთრებით სანტერესო იქნება ვინაიდან ერთმანეთს ხვდებიან ორივე ტურნირის ლიდერები: ძაგნიძე – ხუხაშვილს, ხოლო ყუფარაძე – ფანცულაიას დაუპირისპირდება.

სატურნირო მდგომარეობა მეოთხე სათამაშო დღის შემდეგ:

ქალები:

1. ნანა ძაგნიძე - 26 ქულა;

2. სოფო ხუხაშვილი - 22 ქულა;

3. სალომე მელია - 19 ქულა;

4. ნინო ხომერიკი - 17 ქულა;

5. მერი არაბიძე - 15 ქულა;

6. სოფო გურამიშვილი - 13 ქულა;

7. ნინო ხურციძე - 12 ქულა;

8. მაია ლომინეიშვილი - 8 ქულა.

ვაჟები:

1. გიგა ყუფარაძე - 23 ქულა;

2. ლევან ფანცულაია - 22 ქულა;

3. მერაბ გაგუნაშვილი - 18 ქულა;

4. კონსტანტინე შანავა - 16 ქულა;

5. მიხეილ მჭედლიშვილი - 15 ქულა;

6-7. ირაკლი ბერაძე, თორნიკე სანიკიძე - 12 ქულა;

8. ლუკა პაიჭაძე - 8 ქულა.

0.113829